Quantcast
Channel: FITNI.GE
Viewing all 162 articles
Browse latest View live

ფეხის ვარჯიშები – რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ?

$
0
0

ფეხებისთვის განკუთვნილი ვარჯიშები უამრავია და ასევე უამრავს აქვს რეკომენდაციები, რომ ის საუკეთესოა, კარგ შედეგს იძლევა, ფორმაში მოყავს ფეხები და ა.შ. თუმცა ფეხის ვარჯიშებს, ბევრი ქალი მაინც ფრთხილად ეკიდება, რადგან აქვთ, ან ნეგატიური გამოცდილება. ან ვერ მიიღეს სასურველი შედეგი.

რა ნეგატიურ გამოცდილებაზე ვსაუბრობთ? – ის, რომ რჩევა არ შეიძლება უნივერსალური იყოს, მაშინ, როდესაც ყველა ქალს სხვადასხვა აღნაგობა აქვს, სხვადასხვა სიმაღლე, ფეხის ფორმა. ასევე სხვადასხვა ქალი, სხვადასხვა რამეს გულისხმობს კარგ შედეგში და სხვადასხვა მიზნები აქვს.

ამიტომ უნდა დავკონკრეტდეთ, როცა ვსაუბრობთ კარგ შედეგზე და ვისთვისაა ეს შედეგი განკუთვნილი.

დღეს ფეხების საუკეთესო ვარჯიშად ჩაჯდომებია აღიარებული. ჩაჯდომები მართლაც კარგია ფეხის კუნთების ტონუსში მოსაყვანად, მოშვებული კუნთის გასამაგრებლად, თუმცა ჩაჯდომები სხვადასხვანაირად შეიძლება შესრულდეს – სხვადასხვა წონებით, წონების გარეშე, მცირე ან დიდი რაოდენობით და ა.შ. რაც სხვადასხვა შედეგს გვაძლევს, მით უმეტეს, როცა ყველა ქალს ერთი და იგივე აღნაგობა არა აქვს და ერთი და იგივე ფეხის ფორმა.

ხშირია ასეთი შეცდომა – გოგონა, რომელიც არც ისე მაღალია, აქვს ე.წ. მსხლის აღნაგობა, იწყებს უამრავი ჩაჯდომების გაკეთებას დიდი სიმძიმეებით, ამატებს ტრენაჟორებზე ფეხების სიმძიმით აწევის ვარჯიშს, მაქსიმალურად ტვირთავს ფეხებს და არც თუ ისე სასურველ შედეგს იღებს. ნაცვლად ლამაზი თხელი ფეხებისა, ფეხები დაკუნთულ და მსხვილ ფორმას იღებს. ფუჭდება სიარულის მანერა, უხეში და მოუქნელი ხდება. შედეგად კი ვიღებთ ვარჯიშით იმედგაცრუებას. დიახ, ის მცირე კუნთის მოხაზულობაც კი, რომელიც არანაირად არ აფუჭებს მაღალი თხელი აღნაგობის ქალურ ფეხს, სხვა ტიპის აღნაგობის შემთხვევაში, შეიძლება არც ისე ლამაზად გამოიყურებოდეს.

ამიტომ, ფეხის ვარჯიშებს სანამ დაიწყებდეთ, გაითვალისწინეთ თქვენი აღნაგობა და რა მიზნებს ისახავთ. მართალია საუბარი ჩაჯდომების ნეგატიური გამოცდილებით დავიწყე, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩაჯდომებს უნდა ერიდოთ.

ჩემი რჩევა მოდით ასე ჩამოვაყალიბოთ, ძალიან მარტივი და გასაგები რომ იყოს:

დიახ, გააკეთეთ ჩაჯდომები!

თუმცა თუ არ ხართ მაღალი, გაქვთ მსხლისმაგვარი აღნაგობა, ანუ ქვედა ნაწილი ისედაც ფართოა, თქვენი ფეხის კუნთები გენეტიკურად ისედაც დიდი და ძლიერია – დიდი რაოდენობით და სიმძიმეებით ჩაჯდომებს ერიდეთ. სულ ოდნავ გამოწეულმა კუნთმაც კი, ფეხს შეიძლება მსხვილი ვიზუალური შეხედულება მისცეს. გააკეთეთ მცირე რაოდენობით და სიმძიმეების გარეშე, ან მსუბუქი წონებით.

თუ მაღლი ხართ და თხელი აღნაგობა გაქვთ, ფეხის კუნთები არც ისე განვითრებულია, მაშინ შეგიძლია თამამად ივარჯიშოთ ჩაჯდომებით და სიმძიმეებითაც, მით უმეტეს რომ კუნთების შიში შეიძლება არც გქონდეთ. იგივე ეხება, ვისაც ზედა ნაწილი, მხრები, მკერდი უფრო განიერი აქვს, ხოლო ფეხები კი ნაკლებად მიდრეკილია ცხიმის დაგროვებისკენ და მუდამ გამხდარი აქვს მთლიან პროპორციაში.

ახლა კი პრაქტიკული ნაწილი, როგორ ვავარჯიშოთ ფეხები ისე, რომ არ დაგვეკუნთოს, მაგრამ მოვიდეს ტონუსში, კუნთები შეიკრას მოცულობის გამსხვილების გარეშე და ცელულიტიც შემცირდეს.

წარმოგიდგენთ 5 დატესტილ საუკეთესო ვარჯიშს, რომელიც ფორმაში მოიყვანს თქვენს ფეხებს და საჯდომის დუნდულა კუნთებს:


სპორტული დანამატები ქალებისათვის წონის კლების პროცესში

$
0
0

პირველად სპორტული დანამატები 2010 თუ 2011 წელს გავსინჯე.

ჯერ ცოცხალი ვარ 🙂

ისტორია კი ასეთი იყო:

დაახლოებით 2-3 კილო მქონდა დარჩენილი, რომელიც დიეტა-ვარჯიშით ვეღარაფრით დავძლიე. სხეულის მასის ინდექსი უკვე 19% მქონდა. ჩემი ისედაც წონისკენ მიდრეკილი სხეულისთვის ეს აღმაშფოთებელი მაჩვენებელი იყო და წინააღმდეგობის მექანიზმები ჰქონდა ჩართული. სულ ცოტა მჭირდებოდა იდეალურ ფიტნეს ფორმებამდე და გადავწყვიტე დახმარება გამომეყენებინა. ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში სპორტული დანამატების თემა სულ ახალი აბობოქრებულ-აგორებული იყო. ინფორმაცია ჯერ კიდევ არ იყო საკმარისი. ძალიან ბევრი ამას „ქიმიას“ ეძახდა და გიგანტურ კუნთებდაბერილ ბოდიბილდერებთან აკავშირებდა.

თუმცა საბედნიეროდ, Google მაშინაც არსებობდა. საქართველოსგან განსხვავებით იყო სანდო უცხოური საიტები, წყაროები, სადაც შეგეძლო ინფორმაცია მიგეღო, გაცნობოდი მათ შემადგენლობას, სამეცნიერო კვლევების შედეგებს, მომხმარებელების გამოხმაურებებს, პლიუსებსაც და მინუსებსაც.

საკმარისი ინფორმაციის შემდეგ პირველი დანამატები გამოვიწერე ამაზონიდან (თბილისში მსგავს მაღაზიას ვერ მივაგენი). ეს იყო ცხიმისმწველი ლიპო-6 და L-კარნიტინი, ინსტრუქციების გაცნობის შემდეგ ვარჯიში-დიეტის სქემაში ჩავსვი და დავიწყე მიღება.
საბოლოო შედეგი რაც მინდოდა დავდე 1 თვეში და ჩემი ზოგადი შეფასებაც გავაკეთე პირველ გამოცდილებაზე.

ძალიან დიდი პლიუსი მივეცი L-კარნიტინს, როგორც ვიტამინს და ზოგადად კარგად იმოქმედა ჩემზე. ცხიმისმწველს რაც შეეხება, საკმაო ენერგიას მაძლევდა ვარჯიშისას, შედეგიც მომცა, თუმცა მასში კოფეინის საკმაო რაოდენობა არც ისე კომფორტული აღმოჩნდა ჩემთვის. როგორც წესი 1 ჭიქა ყავაც მაქსიმუმი რაოდენობაა ჩემთვის, ამიტომ ლიპოში კოფეინის მაღალი რაოდენობა ნერვული სისტემისთვის მაინც გამაღიზიანებელი აღმოჩნდა.

სულ ცოტა ხანში, ერთერთი გვერდისთვის ამ თემაზე 20-მდე სტატიის მომზადება მომიწია. მაშინ დეტალურად გავიარე აბსოლუტურად ყველა დანამატები, რომლებსაც თანამედროვე ფიტნესში იყენებენ – თავისი ყველა პლიუსით და მინუსით. აქ საბოლოოდ დაიმსხვრა მითები დანამატების „ქიმიურობის“ შესახებ. რაც არ იცი საშიშია, ცოდნა კი ნათელს ფენს ყველაფერს.

ამის მერე საკმაო დრო გავიდა. დანამატები საქართველოშიც შემოვიდა. ისინი ყველა დიდ ფიტნეს ცენტრში იყიდება. ფიტნესით დაკავებული ადამიანებისთვის, რომლებიც შედეგებზე მუშაობენ და თან ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, ეს დანამატები ჩვეული ცხოვრების წესად იქცა. ეს ბუნებრივია. დანამატების უმეტესობა ეს არის კონცენტრირებული სახით მოცემული საკვები ელემენტები და ვიტამინები, რომლებიც დატვირთვების გამო ორგანიზმის გაზრდილ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებენ.

სად არის ლაბირინთი და გაუგებრობა?

დღეს სხეულზე ზრუნვის ბაზარზე დიდი შემოტევაა სხვადასხვა საშუალებების.

ყველაზე საშიში მარკეტინგული პროდუქტებია, მათი ამოცნობა ადვილად შეიძლება სლოგანების საშუალებით. ისინი სრულიად უშრომელად, ტაბლეტის გადაყლაპვით ან კოქტეილის დალევით გპირდებიან საოცნებო სხეულის ფორმების მიღებას უმოკლეს დროში.

ნუ დაახლოებით ხაფანგში დადებული უფასო ყველის ვარიანტია.

ამ საშუალებებს საეჭვო კომპანიები აწარმოებენ და ბევრი მათგანი ქსელური მარკეტინგის ფორმით ვრცელდებიან.

როცა ასეთ არჩევანს გიყენებენ, თან რამდენიმე შთამბეჭდავი ბეფორ-აფთერი მოაქვთ, როგორ ადვილად და უშრომელად დაიკლო ოქსანამ 30 კილო თვენახევარში, შენ კი როგორ წვალობ და უარს იძახი ამ საოცრებაზე. ამას კიდევ რამდენიმე მომხმარებლის აღფრთოვანებული კომენტარი ემატება ამ პროდუქციით და ხაფანგი მზადაა.

ასეთი პროდუქტები არ არის დროში ტესტირებული, მათი ფორმულა პლაცებოს ეფექტზეა გათვლილი და უარეს შემთხვევაში ჯანმრთელობასაც აზიანებს, რადგან ცდილობს არაჯანსაღი მეთოდებით მოახდინოს წონის სწრაფი კლება. დიახ! სისწრაფე და უშრომელი შედეგი – აი ეს არის საშიში პროდუქტების სკანირების მეთოდი.

მეორე ბნელი ლაბირინთი ეს ბოდიბილდერები და სტეროიდებია. ისინი სხეულის მასის გასაზრდელად პროტეინებს არ ჯერდებიან და მათი უმეტესობა სტეროიდებზე ზის. სტეროიდები ჰორმონებისგან დამზადებული პრეპარატებია, რომლებსაც ჩვეული სპორტული დანამატებისგან განსხვავებით სხვა შემადგენლობა და დანიშნულება აქვს. შეჯიბრებაში სერიოზული თანხებისთვის როცა მიდის ბრძოლა, გიგანტური მასის მისაღებად პროფესიონალი ბოდიბილდერები ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენებასაც არ ერიდებიან.

 

განსხვავებით ჯადოსნური ტაბლეტებისა და კოქტეილებისა, სპორტული დანამატები არანაირ სასწაულს არ გპირდებიან. ისინი მუშაობენ დიეტასთან და ვარჯიშთან ერთად და მხოლოდ ამ შემთხვევაში თქვენს შედეგს ამაღლებენ 30-40-50%-ით. ისინი კვებავენ თქვენს სხეულს, არ უშვებენ კატაბოლიზმის (კუნთოვანი ქსოვილების დაშლა-დაზიანების) პროცესებს, აუმჯობესებენ ჯანმრთელობას.

დღეს საქართველოში, როცა ფარმაცევტულ ბაზარზე სრული კოშმარია, ოდნავ დაცემინებაზეც კი ათას წამალს სვავენ, ბავშვებს სეზონზე რამდენიმეჯერ უწევთ ანტიბიოტიკის მიღება 37,5 სიცხის გამოც კი, სასაცილოც კია როცა დანამატებს რაღაც საშიშ წამლებად აღიქვავენ.

დანამატების უმეტესობა ჩვეულებრივი ვიტამინია – ომეგა-3, D-ვიტამინი, ლ-კარნიტინი, სახსრების დანამატები. განსხვავებით ჩვეულებრივი ვიტამინებისა, რომლებიც ყველა აფთიაქში იყიდება, ასეთი დანამატები სპორტით დაკავებულ ადამიანებზეა გათვლილი და შესაბამისი ფორმულით მზადდება.

ცნობისთვის, მე ჩვეულებრივ წამალს იშვითად ვსვავ (უკიდურეს შემთხვევაში ან როცა მაიძულებენ), არ ვსვავ არანაირ გამაყუჩებლებს და ანტიბიოტიკებს, არც ჩემს შვილებს არ ვაძლევ წლებია. თუმცა დანამატებზე არასდროს ვამბობ უარს.

როგორ უნდა ავარჩიოთ სპორტული დანამატები?

პირველ რიგში ბრენდების საშუალებით, რომლებიც მუშაობენ ამ მიმართულებით ფიტნესის და ბოდიბილდინგის სფეროში. კარგ ბრენდს წლების გამოცდილება აქვს, მათი დანამატები დროშია გამოცდილი, მუდმივად გადიან ტესტრირებას, გადიან სახელმწიფოს მხრიდან კონტროლს, მათი ფორმულები ემყარება სერიოზულ სამეცნიერო კვლევებს. რაც მთავარია, ასეთ ბრენდებს აქვთ მომხმარებლების უამრავი გამოხმაურება და შეფასება ისეთ საიტებზე, სადაც გამოხმაურებების გაყალბება ფეიკების საშუალებით გამორიცხულია, თუნდაც amazon.com-ზე.

ასეთი ბრენდია მაგალითად MuscleTech, რომლის ცხიმისმწველი HydroxyCut უკვე წლებია N1 ბესტსელერია ცხიმისმწველებში. საუკეთესო ბრენდს მაქსიმუმ ვარსკვლავების შეფასება და უამრავი დადებითი რევიუ უნდა ჰქოდეს.

ახლა კი რამდენიმე პოპულარული დანამატი, რომლებიც ქალებისთვის გამოდგება წონის კლების პროცესში და მოკლე ინფორმაცია მათ შესახებ:

დავიწყოთ პროტეინით, რა არის ეს?

პროტეინი ჩვეულებრივი ცილაა, რომელსაც საკვები პროდუქტი შეიცავს. ის ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილების შენებას. გარდა ამისა, პროტეინებში გულისხმობენ სპორტული კვების ტიპს, რომელიც კონცენტრირებული ცილებისაგან შედგება. დანამატები პროტეინების სახით საჭიროა, გაზრდილი ფიზიკური დატვირთვების დრო, როცა ორგანიზმი ჩვეულებრივი საკვებიდან ვეღარ იკმაყოფილებს ცილების აუცილებელ რაოდენობას, რათა დაზიანებული კუნთები აღადგინოს, არ დაუშვას კუნთების კატაბოლიზმი ანუ მათი დაშლის პროცესი ან ააშენოს ახალი კუნთოვანი ქსოვილები.

დავუშვათ, კუნთების ქსოვილების ასაშენებლად საჭიროა დღეში 2 გრ. ცილა თქვენი წონის თითოეულ კილოგრამზე. ვარჯიშის და დატვირთვების გამო გაზრდილ მოთხოვნებს პროტეინების ბუნებრივი საუკეთესო წყაროც (ხორცი, თევზი, კვერცხი) კი ვერ აკმაყოფილებს. იმისათვის, რომ ცილის საკმარისი ნორმა მიიიღოს ადამიანმა, ამისათვის უფრო მეტი ჭამა ხდება საჭირო. ცილასთან ერთად კი ადამიანი დამატებით ნახშირწყლებს და ცხიმსაც იღებს, რაც თავისთავად მეტ კალორიას ნიშნავს. ასეთ დროს კი სწორედ პროტეინებია გამოსავალი, სადაც ცილები კონცენტრირებული, სუფთა სახით არის წარმოდგენილი.

დასკვნა: პროტეინები ეს არის საშუალება მიიღო მხოლოდ აუცილებელი ცილების რაოდენობა, ისე რომ არ მიიღო დამატებითი კალორიები.

ამინომჟავები – BCAA

ცილები თავის მხრივ ამინომჟავებისგან შედგებიან. ორგანიზმი ცილებს შლის ამინომჟავებად და შემდეგ მათგან ქმნის საკუთარ ცილას. ცილების დაშლის პროცესის გასამარტივებლად შეიქმნა BCAA – სამი შეუცვლელი ამინომჟავების კომპლექსი (ლეიცინი, ოზოლეიცინი, ვალინი), რომელიც არ სინთეზირდება ორგანიზმის მიერ და უშუალოდ მონაწილეობენ ანაბოლიზმის და აღდგენის პროცესში.

დასკვნა: ამინომჟავების საშუალებით ორგანიზმში კუნთების აღდგენის და აშენების პროცესი გაცილებით სწრაფად მიდის.

როდის უნდა გამოვიყენოთ პროტეინი და როდის ამინომჟავები?

ამინომჟავების ათვისების პროცესი გაცილებით სწრაფია, ასე რომ მისი გამოყენება ინტენსიური დატვირთვების დროს უკეთესია. თუმცა ამინომჟავებით პროტეინების სრულიად შეცვლა არ გამოვა. პროტეინების ერთი პორცია გაცილებით მეტ ცილებს შეიცავს, ვიდრე ერთი პორცია BCAA.

ცხიმისმწველები 

ცხიმისმწველები სპორტულ კვებაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული დანამატებია. მათი გამოყენება საკმაოდ ეფექტურია წონის დასაკლებად – ისინი შლიან და ამცირებენ ცხიმის მარაგების რაოდენობას. ცხიმისმწველები დამატებით საშუალებას წარმოადგენენ ვარჯიშის და დაბალანსებული დიეტის დროს, ისინი არ მუშაობენ ამ ორი ძირითადი პირობის გარეშე.

ცხიმისმწველები სხვადასხვა მიმართულებით მოქმედებენ – ამცირებენ მადას, ცხიმოვანი მარაგები გადააქვთ მიტოქონრიებში, სადაც ისინი იწვიან და გამოიყოფა ენერგია. იზრდება ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე და სხეულის ტემპერატურა, რომ რაც შეიძლება მეტი კალორიის დაწვა მოხდეს დღეღამის განმავლობაში.

ცხიმისმწველებს გააჩნიათ შემდეგი უპირატესობა:

  • ნივთიერებათა ცვლის დონის აჩქარება დამატებითი კალორიების წვისთვის;
  • ვარჯიშის დროს ენერგიულობის შენარჩუნება;
  • მენტალური ფოკუსირების და კონცენტრაციის ამაღლება;
  • მშრალი კუნთოვანი მასის შენარჩუნება.

უფრო მეტი ინფორმაცია ცხიმისმწველების შესახებ იხილეთ აქ: ცხიმისმწველი – დანამატი წონის კლებისათვის.

L-კარნიტინი

L-კარნიტინი ყველაზე პოპულარული დანამატია, რომელსაც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ენდობა სპორტულ დანამატებში ნაკლებად გაცნობიერებული ადამიანიც კი. რა თქმა უნდა ეს ბუნებრივია, რადგან L-კარნიტინი B ჯგუფის ვიტამინების მსგავსი ბუნებრივი ნივთიერებაა. L-კარნიტინი მოიპოვება ხორცში, თევზში და რძის პროდუქტებში. L-კარნიტინის სადღეღამისო ნორმას (300მგრ.) შეიცავს 300-400გრ. ძროხის ხორცი, ამასთან ხორცის თერმული დამუშავებისას ლევოკარნიტინის მნიშვნელოვანი ნაწილი იკარგება. ამ გარემოების გამო აუცილებელი ხდება კარნიტინის დანამატის სახით მიღება.

L-კარნიტინი არ წარმოადგენს უშუალოდ ცხიმის მწველს, ის ზრდის ცხიმების მიტორქონდრიებში გადატანის სისწრაფეს და სადაც ისინი ენერგიის სახით დაიხარჯებიან.

L-კარნიტინს უამრავი სასარგებლო თვისებები აქვს, მათ შორის ზრის ფიზიკურ და გონებრივ ენერგიას, ზრდის სტრესის მიმართ მდგრადობას, ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, ამცირებს ქოლესტერინს და იცავს გულს და სისხლძარღვებს.

უფრო მეტი L-კარნიტინის შესახებ წაიკითხეთ აქ: L-კარნიტინი და მისი სასარგებლო თვისებები

 

ომეგა-3

ომეგა-3 ყველაზე პოპულარული და უსაფრთხო დანამატია. მისი მიღება აუცილებელია არამარტო სპორტით დაკავებული ადამიანებისთვის, არამედ ზრდასრული ადამიანები და ბავშვებისაც.

ომეგა-3-ის მთავარი წყაროა თევზი და ზღვის პროდუქტები, ასევე სელის და სოიოს ზეთი.

ომეგა-3 შეუცვლელი დანამატია წონის კლების დროს. ომეგა-3 ცხიმოვან მჟავას წარმოადგენს, ამიტომ ზოგიერთი უფრთხის მას წონის კლების დროს. თუმცა სრულიად უსაფუძვლოდ, ეს ცხიმოვანი მჟავა ერთერთი აუცილებელი დანამატია, რომელიც უნდა მიიღოთ წონის კლების პროცესში, რათა კლების ეფექტი მაღალი იყოს და ჯანმრთელობაც შეინარჩუნოთ.

ომეგას სასარგებლო თვისებები ჯანმრთელობისათვის იმდენად დიდია, რომ მას ცალკე ვრცელი თემა მიეძღვნა ფიტნიზე ადრე: ომეგა-3 – სასარგებლო და აუცილებელი ცხიმი.

 

სპორტული დანამატების მაღაზია

სპორტული დანამატების მაღაზია

რატომ არის საშიში ჯანმრთელობისათვის პლასტმასის ბოთლები

$
0
0

პლასტმასის ბოთლიდან წყლის სმა დღეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ისინი ყველა მაღაზიაში იყიდება და ყოველთვის როცა მოგვწყურდება, ისინი ყველგან ხელმისაწვდომია და ძალიან მოსახერხებელი გამოსაყენებელად. თუმცა ბოლო დროს, არც ისე სასიამოვნო ფაქტი გახდა ცნობილი პლასტმასის ბოთლების შესახებ, ისინი საშიშ აგრესიულ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავენ – ბისფენოლ-A.

ბისფენოლ-A იგივე BPA – ეს სინთეტიკური ესტროგენია, რომელიც შედის პლასტმასის ჭურჭელის შემადგენლობაში. მას აქვს უნარი დაგროვდეს ადამიანის სხეულში და ჯანმრთელობისათვის საშიში ჰორმონალური ცვლილებები და ონკოლოგიური დაავადებების პროვოცირება მოახდინოს.

რამდენიმე წლის წინ ბისფენოლ-A-ს შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი. პირველი განგაში კანადაში ატყდა. კვლევებით აღმოჩნდა, რომ საბავშვო პლასტმასის რძის ბოთლების 90% გამოყოფდა დიდი რაოდენობით BPA-ს, განსაკუთრებით კი გახურებისას. ამ ნივთიერებას იყენებენ მრავალჯერადი გამოყენების ბოთლებში, პლასტმასის ჭურჭელში და კონტეინერებში. გარდა ამისა, ის ფარავს სასმელის ჭურჭლის შიდა მხარეს და კონსერვის კოლოფებს, რადგან დამჟავებისგან იცავს საკვებ პროდუქტებს.

ჩატარებული კვლევების დროს, სიმსივნურ უჯრედებში მცირე დოზით BPA შეყავდათ, რომელიც მამაკაცის სათესლე ჯირკვლებიდან აიღეს, რაც ამ უჯრედების სწრაფ გამრავლებას იწვევდა. იგივე ემართებოდა მკერდის, პროსტატის, საკვერცხეების და საშვილოსნოს სიმსივნურ უჯრედებს.

ასევე დადგინდა, რომ ბისფენოლს შეუძლია II ტიპის შაქრის დიაბეტის გამომწვევი მიზეზი გახდეს, აქვეითებს რეპროდუქციულ ფუნქციას. ეს აგრესიული ნივთიერება განსაკუთრებით საშიშია ორსული ქალებისათვის და ჩვილი ბავშვებისათვის. მეცნიერებმა ისეთი შემაშფითებელი და საგანგაშო კვლევეი დადეს, რომ უკვე 2010 წელს აშშ, კანადა და ევროპის ბევრ ქვეყანაში საერთოდ აკრძალეს BPA შემადგენლობის შემცველი პლასტმასის ბოთლების და საწოვრების გამოშვება.

პლასტმასის ჭურჭელს აქვს კლასიფიკაცია, რომლითაც შეიძლება განასხვავოთ თუ რა ტიპისაა და რა ზიანის მომტანია ის, ან ნაკლებად დამაზიანებელია ჯანმრთელობისათვის (ამაზე მომდევნო თემაში).

უკეთეს შემთხვევაში, უმჯობესია საერთოდ უარი თქვათ BPA ანუ ბისფენოლ-A-ს შემცველ პლასტმასის ჭურჭელზე, მაგრამ რადგან ის მოხერხებული მოსახმარია და თან სატარებელი, BPA free ჭურჭელი აარჩიოთ.

BPA free სპორტული ბოთლები:

3 ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული ფიტნეს აქსესუარი

$
0
0
  1.  გასახდომი ქამარი Sweet Sweat.

გასახდომი ქამრები, ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი აქსესუარია ფიტნესში, მიუხედავად იმისა, რომ დისკუსია მათი ეფექტურობის შესახებ არ წყდება.

გასახდომ ქამრებს ბევრი ბრენდი აწარმოებს, მაგრამ ბოლო პერიოდში ტოპ პოზიცია Sweet Sweat ბრენდის გასახდომ ქამრებს უჭირავს, რისი მიზეზიც ქამრის მაღალი ხარისხი და ეფექტურობაა.  Sweet Sweat გასახდომ ქამრებს ძალიან ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ყავს და მათი მხრიდან მაღალი შეფასებები აქვს მიღებული.

ამ ბრენდის გასახდომი ქამარი მაღალი ხარისხის მასალისგანაა დამზადებული, ის არ „ხარშავს“და აღიზიანებს კანს.

გასახდომი ქამრების დიდი მინუსია მათი მოუხერხებელი ფორმაა. ხშირად მინახია, რა ენთუზიაზმით იწყებენ მის მოხმარებას მოვარჯიშეები, მაგრამ მალე უარს ამბობენ, რადგან ისინი არაკომფორტულად ერგებიან სხეულს და ხელს უშლიან წესიერად ვარჯიშს. რაც შეეხება Sweet Sweat ბრენდის ქამრებს, მათმა მწარმოებლებმა ეს ხარვეზი გაითვალისწინეს, მათ ქამარს წელის ფორმა აქვს, მოქნილი მასალისაა და სხეულის ნებისმიერ მოხაზულობას ერგება.

Sweet Sweat  გასახდომ ქამარს თან სპეციალური გელი მოყვება, რომელიც მუცლის და წელის არეში ისმევა. ის ააქტიურებს სისხლის ცირკულაციას, ზრდის მუცლის არეში სხეულის ტემპერატურას და აუმჯობესებს ოფლის გამოყოფას.

ასეთი ქამარი ძალიან ეფექტურია, თუ სწრაფად გსურთ მუცლის გარშემოწერილობის შემცირება.

  1. სავარჯიშო ელასტიური რეზინები – 5 ცალი სხვადასხვა ელასტიურობის რეზინი თავისი ჩანთით, ინსტრუქციით, ელექტრონული წიგნით და სავარჯიშო ვიდეოებით.

N2 ყველაზე პოპულარული აქსესუარი Fit Simplify-ის ნატურალური ლატექსის სხვადასხვა წინააღმდეგობის რეზინებია.

ასეთი რეზინები ვარჯიშის დროს ქმნიან წინააღმეგობას, რომელთა დასაძლევად საჭიროა კუნთების მეტი ძალისხმევა. ამიტომ მათი გამოყენება ეფექტურია, როცა გსურთ კუნთების ფორმაში მოყვანა. სავარჯიშო რეზინები გარდა ძალოვანი ვარჯიშებისა, ასევე კარგად გამოდგება იოგა, პილატესი და სხვა ნებისმიერი ტიპის ვარჯიშისათვის.

კომპლექტში 5 სხვადასხვა ფერის რეზინია, რომელთაც სხვადასხვა წინააღმდეგობის დონე აქვთ. მსუბუქი წინააღმდეგობის რეზინები გამოადგებათ დამწყებებს, ხოლო უფრო მყარი კი უკვე გამოცდილ მოვარჯიშეებს, რომელთაც სურთ მეტი დატვირთვა და ძალოვანი ვარჯიში.

გარდა ფიტნესისა და სპორტისა, ფიზიოთერაპევტები ასეთ სავარჯიშო რეზინებს იყენებენ პაციენტების რეაბილიტაციისთვის – ფეხების, მუხლის და წელის ტრავმისას, მენისკის აღსადგენად.

ერთერთი დიდი პლიუსი ამ ხარისხის რეზინების ისიცაა, რომ მათ არ აქვთ რეზინის ჩვეული არასასიამოვნო სუნი. მათ კომპლექტში მოყვებათ ინსტრუქცია, ელექტრონული წიგნი, სავარჯიშო ვიდეოები და თავისი ჩანთა.

  1. სავარჯიშო საფენი BalanceFrom GoYoga

ვისაც იოგა უვარჯიშია, ან თუნდაც ფიტნესის დროს პლანკები უკეთებია ან დასჭირვებია, რომელიმე სტატიკურ პოზაში საფენის გამოყენება, ყველამ კარგად იცის რამხელა მნიშვნელობა აქვს საფენის ხარისხს – საფენი არ უნდა სრიალებდეს, თორემ შეიძლება ვარჯიში ჩაგეშალოთ ან სულაც ტრავმა მიიღოთ.

ეს გაითვალისწინეს BalanceFrom GoYoga პროდუქციის შემქმნელებმა. ისინი უშვებენ ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მასალისაგან შექმნილი სავარჯიშო საფენს, რომელსაც ორივე მხარეს არასრიალა ზედაპირი აქვს და ვარჯიშის დროს გიცავთ დაცემისაგან და ტრავმის მიღებისგან.

BalanceFrom საფენი არც თავად ისრიალებს იატაკზე და არც ზედა მხარეს არსებული დამცავი ზედაპირი მოგცემთ საშუალებას, რომ წონასწორობა დაკარგოთ ვარჯიშისას. არ გაგისრიალდებათ ფეხები ბალანსის დაცვის დროს, არ გაგისრიალდებათ ხელები ან იდაყვები პლანკების კეთების დროს, არ ისრიალებთ საფენთან ერთად იატაკზე პრესების შესრულებისას და არ მოგიწევთ დროის დაკარგვა საფენის გასასწორებლად და თავის ადგილას დასაბრუნებლად – ეს დისკომფორტი ყველა მოვარჯიშისთვის ცნობილია და ძალიან შემაწუხებელია.

საფენი ადვილად ირეცხება და იწმინდება წყლით და საპნით. საფენს აქვს შესაკრავი ზონრები, რათა ადვილი შესანახი და გადასატანი იყოს.

და რაც მთავარია, BalanceFrom-ის ყველა პროდუქციას აქვს 2 წლიანი ხარისხის გარანტია.

პროტეინი – სპორტული დანამატი კუნთების ზრდისთვის

$
0
0

პროტეინი სპორტული საკვები დანამატია, რომელშიც 70-95% კონცენტრირებული ცილაა. პროტეინის ეფექტი მდგომარეობს, იმაში რომ, ორგანიზმში ის იშლება ამინომჟავებად, რომლისგანაც შემდეგ სინთეზირდება კუნთოვანი ქსოვილები. პროტეინები იცავს კუნთებს ძალოვანი დატვირთვის შემდეგ დაშლისგან და ხელს უწყობს მათ აქტიურ ზრდას.

დღესდღეისობით ყველაზე პოპულარული შრატის პროტეინია, რომელიც განკუთვნილია მასის ზრდისთვის. შრატის პროტეინი ორგანიზმს ამარაგებს ისეთი ამინომჟავებით, როგორიცაა ლეიცინი, იზოლეიცინი და ვალინი, რომლებიც მონაწილეობენ კუნთოვანი ცილის სინთეზში მძიმე დატვირთვების შემდეგ.

ტექნოლოგიის და ცილის კონცენტრაციის მიხედვით არსებობს 2 სახის შრატის პროტეინი: შრატის კონცენტრირებული პროტეინი და პროტეინის იზოლატი. პროტეინის ეს სპორტული დანამატები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ცილის კონცენტრაციით: კონცენტრატში 80% ცილაა, ხოლო იზოლატში 90-95%.

სპორტულ კვებაში პროტეინებს შორის კუნთების ზრდისათვის ასევე პოპულარულია კაზეინი, კვერცხის პროტეინი, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე შეუძლია ორგანიზმის კვება ამინომჟავებით.

რატომ არის საჭირო პროტეინები:

  • ის სწრაფად აითვისება, ვიდრე ცილოვანი ჩვეულებრივი პროდუქტები;
  • ზრდის კუნთოვან მასას;
  • აუმჯობესებს ორგანიზმის აღდგენის უნარს;
  • აძლიერებს იმუნური სისტემა;
  • არეგულირებს მადას;
  • პროტეინი შეცავს ანტიოქსიდანტს – გლუატიონს, რომელიც ებრძვის სიმსივნურ დაავადებებს.

არსებობს შემდეგი სახის პროტეინები:

  • შრატის პროტეინი;
  • კაზეინი;
  • რძის პროტეინი;
  • სოიოს პროტეინი;
  • ხორცის პროტეინი;
  • ხორბლის პროტეინი;
  • კვერცხის პროტეინი;

როდის მივიღოთ პროტეინები? – პროტეინის მიღების წესი

  • პროტეინის მიღება ხდება ვარჯიშის წინ: თუ ვარჯიშის პერიოდში სისხლში ამინომჟავების არასაკმარისი კონცენტრაციაა, ორგანიზმი ენერგეტიკული საჭიროებისათვის კუნთოვანი ცილების დაშლას იწყებს. ადვილად ათვისებადი შრატის პროტეინის მიღება ვარჯიშამდე ცოტა ხნით ადრე, ორგანიზმს BCAA სახის შეუცვლელი ამინომჟავების აუცილებელი რაოდენობით ამარაგებს, რაც შეაჩერებს კუნთების კატაბოლიზმის პროცესს.
  • პროტეინი ვარჯიშის შემდეგ: ვარჯიშის მერე პროტეინების მიღება აუცილებელია, მიტ უმეტეს თუ თქვენ მძიმე ძალოვანი ვარჯიში გქონდათ. ნახშირწყლების მარაგის სწრაფად აღსადგენად და სისხლში ამინომჟავების დონის დროულად ასამაღლებლად ვარჯიშის დამთავრებისთანავე რეკომენდირებულია გეინერის (ცილების და ნახშირწყლების ნაზავი) მიღება. თუ ცხიმის წვის პროგრამით ვარჯიშობთ, მაშინ უმჯობესია ვარჯიშის შემდეგ უარი თქვათ ნახშირწყლების შემცველი კოქტეილზე და მხოლოდ შრატის პროტეინის კონცენტრატი მიიღოთ.

ინტერვალური კარდიო ვარჯიში წონის დასაკლებად

$
0
0

კარდიო ვარჯიში ძალიან ეფექტურია წონის დასაკლებად, ხოლო თუ ის ინტერვალურ პრინციპზეა აგებული, მისი ეფექტი გაცილებით დიდია, ვიდრე ჩვეულებრივი მონოტონური ერთფეროვანი კარდიოს.

თუმცა კარდიოს შესრულება სახლის პირობებში ხშირად უჭირთ, როცა არ აქვთ სარბენი ბილიკი, სპეციალური კარდიო ტრენაჟორები, ან ვერ გადიან გარეთ რომ ირბინონ, იარონ ველოსიპედით ან იცურონ აუზზე.

კარდიოს შესრულება სახლშიცაა შესაძლებელი, ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე. ამისათვის გთავაზობთ კარდიო ვარჯიშის ინტერვალურ წრიულ სისტემას, რომელიც გამოადგება ყველა მომზადების მოვარჯიშეს, თუ იმ სქემას გაჰყვება, რომელიც ვარჯიშებთან ერთად სპეციალურად თქვენთვის მოვამზადე.
გაითვალისწინეთ, თუ თუნდაც დასაწყის ეტაპზე პულსი მაღლა ადის, გიჭირთ სუნთქვა, გააკეთეთ ვარჯიშებს შორის შესვენებები, ნელ-ნელა შეაჩვიეთ გული დატვირთვებს. ასევე, ჩაიცვით ვარჯიშის დროს მოქნილ ძირიანი ბოტასები და ქალების შემთხვევაში სპორტული ტოპი.

წონის კლება ეფექტურია, თუ ვარჯიშთან ერთად დაიცავთ შესაბამის დიეტას. პერსონალური 4 კვირიანი კვების შესადგენად დამიკავშირდით FACEBOOK გვერდზე: Online Trainer Nina Iluridze

კარდიო პროგრამის სავარჯიშო გეგმა სამივე დონის მოვარჯიშისთვის. ქვევით კი იხილეთ ვიდეოები.

დამწყები დონე –

(იმ შემთხვევაში თუ 1 კვირის შემდეგ ისევ გიჭირთ ამ კარდიოს შესრულება, გააგრძელეთ იგივე შემდეგ კვირასაც)

წრე დამწყები 1 კვირა: დამწყები 2 კვირა: დამწყები 3 კვირა:
დასაწყისი გახურება გახურება გახურება
I წრე კარდიო ვარჯიში I დონე კარდიო ვარჯიში I დონე კარდიო ვარჯიში I დონე
II წრე კარდიო ვარჯიში I დონე ინტერვალური N1 ვიდეო ინტერვალური N1 ვიდეო
III წრე კარდიო ვარჯიში I დონე კარდიო ვარჯიში I დონე
IV წრე ინტერვალური N1 ვიდეო
დასასრული გაწელვები  გაწელვები  გაწელვები
საშუალო მომზადების დონე:

(იმ შემთხვევაში თუ 1 კვირის შემდეგ ისევ გიჭირთ ამ კარდიოს შესრულება, გააგრძელეთ იგივე შემდეგ კვირასაც)

წრე 1 კვირა: 2 კვირა: 3 კვირა:
დასაწყისი გახურება გახურება გახურება
I წრე კარდიო ვარჯიში I დონე კარდიო ვარჯიში I დონე კარდიო ვარჯიში I დონე
II წრე ინტერვალური N1 ვიდეო ინტერვალური N1 ვიდეო ინტერვალური N1 ვიდეო
III წრე ინტერვალური N2 ვიდეო კარდიო ვარჯიში I დონე ინტერვალური N2 ვიდეო 
IV წრე კარდიო ვარჯიში I დონე ინტერვალური N2 ვიდეო კარდიო ვარჯიში I დონე
 V წრე კარდიო ვარჯიში I დონე ინტერვალური N1 ვიდეო
დასასრული გაწელვები  გაწელვები  გაწელვები
კარგი მომზადების დონე:

კარგი მომზადების შემთხვევაში წრეების თანმიმდევრობა ასე გამოიყურება. დასაწყისში შეგიძლიათ გააკეთოთ პატარ-პატარა 15-20 წამიანი შესვენებები ვარჯიშებს შორის, ცოტა ხანში კი როცა მომაგრდებით, შესვენებები აღარ დაგჭირდებათ.

წრე თანმიმდევრობა:
დასაწყისი გახურება
I წრე კარდიო ვარჯიში I დონე
II წრე ინტერვალური N1 ვიდეო
III წრე ინტერვალური N2 ვიდეო
IV წრე კარდიო ვარჯიში I დონე
 V წრე ინტერვალური N1 ვიდეო
 VI წრე ინტერვალური N2 ვიდეო  
დასასრული გაწელვები 

 

წონის კლება ეფექტურია, თუ ვარჯიშთან ერთად დაიცავთ შესაბამის დიეტას. პერსონალური 4 კვირიანი კვების შესადგენად დამიკავშირდით FACEBOOK გვერდზე: Online Trainer Nina Iluridze

სავარჯიშო პროგრამის ვიდეოები

გახურება

კარდიო ვარჯიში I დონე

ინტერვალური N1 ვიდეო

ინტერვალური N2 ვიდეო  

გაწელვები

 

 

წონის კლება ეფექტურია, თუ ვარჯიშთან ერთად დაიცავთ შესაბამის დიეტას. პერსონალური 4 კვირიანი კვების შესადგენად დამიკავშირდით FACEBOOK გვერდზე: Online Trainer Nina Iluridze

ყველაზე ეფექტური დანამატები წონის კლებისათვის:

 

როგორ გავაკეთოთ ჩაჯდომები სწორად? – ჩაჯდომების ტექნიკა

$
0
0

ჩაჯდომები. ჩაჯდომების ტექნიკა. ჩაჯდომები საუკეთესო ვარჯიშია თეძოების, დუნდულა კუნთების და ფეხებისათვის. ჩაჯდომების რამდენიმე ვარიაცია არსებობს, თუმცა ახლა განვიხილოთ კლასიკური ტიპის ჩაჯდომა დამატებითი წონების გარეშე, მხოლოდ საკუთარი სხეულის წონით.  

  1. დადექით სწორად, ფეხები მხრების სიგანეზე გაშალეთ.
  2. მხრები მოუშვით და გაიშალეთ. მხრებში და ზურგში არ უნდა არ მოიხაროთ და მთელი ვარჯიშის განმავლობაში ზურგი სწორი დატოვეთ.
  3. ხელებს შეიძლება რამდენიმე პოზიცია ჰქონდეთ. პირველი – შეგიძლიათ წინ გაშალოთ, ხელისგულებით დაბლა. მეორე – მოხრილია იდაყვებში და ტანზე გაქვთ მიბჯენილი . მესამე – თავზე გაქვთ დალაგებული. მეოთხე – წინ მკერდთან გიჭირავთ შეკრული. მეხუთე – თეძოებზე დოინჯით.
  4. თეძოები წაიღეთ უკან და დაიწყეთ მუცლებში მოხრა და ჩაჯდომა. დააკვირიდით, ამ დროს ზურგი სწორი უნდა დარჩეს და მხრები არ უნდა ამოიწიოს.
  5. თქვენი მუხლები არ უნდა გამოვიდეს ფეხის წვერებზე წინ. მუხლები არც შიგნით მხარეს უნდა ჩავარდეს, არც გარეთ იწეოდეს.
  6. ისე დაეშვით ქვევით, თითქოს თქვენს უკან სკამი დგას და ცდილობთ თეძოებით მიწვდეთ და დაჯდეთ.
  7. ჩადით იატაკის პარალელურად.
  8. დატვირთვა ფეხის ქუსლებზე გადაიტანეთ, რომ დუნდულა კუნთებმა იმუშაოს.

როგორ გავაკეთოთ ჩაჯდომები სწორად? – შესრულების ტექნიკა, იხილეთ ვიდეოში:

ვარჯიში სახლის პირობებში – მთელი სხეული ტონუსში!

$
0
0

ეს ვარჯიშები გამოგადგებათ სახლის პირობებში ფორმაში ჩასადგომად.

გახურება ვარჯიშის წინ:

 

 

ძალოვანი ნაწილი:

 

კარდიო ნაწილი:

 

პრესის ვარჯიშები:

 

გვერდების ვარჯიში:

 

ფეხების ვარჯიში:

დაიწყებთ 20-20 გამეორებით და ნელნელა ახვალთ 40-40-ზე.

 

გაწელვები ვარჯიშის დასასრულს:

 


დაცული: ონლაინ ჯგუფის სავარჯიშო პროგრამა 1 კვირა

$
0
0

ეს კონტენტი დაცულია პაროლით. მის სანახავად გთხოვთ შეიყვანოთ პაროლი ქვემოთ:

ცხიმისმწველი დანამატები წონის კლებისთვის, ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური

$
0
0

ცხიმისმწველი დანამატები საკმაოდ ეფექტურია წონის დასაკლებად – ისინი შლიან და ამცირებენ ცხიმის მარაგების რაოდენობას. ცხიმისმწველები დამატებით საშუალებას წარმოადგენენ ვარჯიშის და დაბალანსებული დიეტის დროს, ისინი არ მუშაობენ ამ ორი ძირითადი პირობის გარეშე.

Hydroxycut MuscleTech

 Hydroxycut უკვე 20 წელია ბესტსელერია ამერიკაში ცხიმისმწველებს შორის! მას ყველაზე საუკეთესო შედეგები აქვს წონის კლების სფეროში.

✅ ეფექტები:

💥 ნივთიერებათა ცვლის დონის აჩქარება დამატებითი კალორიების წვისთვის;

💥 ვარჯიშის დროს ენერგიულობის შენარჩუნება;

💥 მენტალური ფოკუსირების და კონცენტრაციის ამაღლება;

💥 მშრალი კუნთოვანი მასის შენარჩუნება.

Evlution Nutrition Lean Mode 

✅ ეფექტები:
💥 წვავს ცხიმის
💥 ამცირებს მადას
💥 ზრდის მეტაბოლიზმს
💥 ზრდის ენერგიას
💥 ამაღლებს განწყობას
💥 გლუტენის გარეშე

✅ შემადგენლობა:
CLA (ლინოლის მჟავა), L-კარნიტინი, მწვანე ყავის ექსტრაქტი, გარცინია კამბოჯია, მწვანე ჩაის ფოთლების ექსტრაქტი.

♦ მწვანე ყავის მარცვლების ექსტრაქტი:
ხელს უწყობს ცხიმის წვას და გლუკოზის მეტაბოლიზმს ქლოროგენული მავების საშუალებით, რომელსაც შეიცავს უკოფეინო მწვანე ყავის მარცვლებიю

♦ CLA (ლინოლის მჟავა)
აჩქარებს მეტაბოლიზმს და ცხიმოვანი მარაგების დაშლას ენერგიის სახით ვარჯიშის დროს.

♦ L-კარნიტინი
ამაღლებს ენერგიას და შრომისუნარიანობას, ასევე ხელს უწყობს ცხიმის დაშლას ვარჯიშის დროს.

♦ კამბოჯიას ექსტრაქტი
ტროპიკული ხილის ექსტრაქტი, რომელიც შეიცავს ჰიდროეთერული მჟავების უმაღლეს 60%-იან დონეს.

♦ მწვანე ჩაის ექსტრაქტი
ამაღლებს მეტაბოლიზმის დონეს და ენერგიას, ეხმარება ცხიმის წვას და ამაღლებს ანტიოქსიდანტების დონეს. უმაღლესი პრემიუმ 60%-იანი პოლიფენოლის დონე, რომელიც უმნიშვნელოვანესი ანტიოქსიდანტია და მწვაე ჩაის აქტიური ინგრედიენტია.

RSP L-Carnitine

💥 ყველაზე პოპულარული დანამატია, რომელსაც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ენდობა სპორტულ დანამატებში ნაკლებად გაცნობიერებული ადამიანიც კი. რა თქმა უნდა ეს ბუნებრივია, რადგან L-კარნიტინი B ჯგუფის ვიტამინების მსგავსი ბუნებრივი ნივთიერებაა. L-კარნიტინი მოიპოვება ხორცში, თევზში და რძის პროდუქტებში.

💥 L-კარნიტინს უამრავი სასარგებლო თვისებები აქვს, მათ შორის ზრის ფიზიკურ და გონებრივ ენერგიას, ზრდის სტრესის მიმართ მდგრადობას, ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, ამცირებს ქოლესტერინს და იცავს გულს და სისხლძარღვებს.

მათი შეძენა ამაზონზე შეგიძლიათ თავად:

რატომ არ მიდის წონა? – კუნთები VS ცხიმი

$
0
0

ყველაფერს სწორად აკეთებ და არ გაქვს შედეგი? ვერ იკლებ წონაში?


ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ სილამაზის მთავარი კრიტერიუმი სხეულის წონაა. ამიტომ წონის კლებას როცა იწყებენ და სასწორი ჯიუტად ერთ ადგილას დგას, თვლიან, რომ რაღაც შეცდომას უშვებენ და შედეგი არ აქვთ. თუმცა, ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, რომ ამ პერიოდში სხეულის პარამეტრები და ზომები მნიშვნელოვნად შემცირებულია.

საქმე რაშია?

სხეულის აღნაგობა არ იანგარიშება მხოლოდ წონის მიხედვით.

ჩვენი სხეული შედგება წყლის, ძვლებისგან, კუნთებისგან და ცხიმისგან. ეს სხვადასხვა სიმკვრივის, მოცულობის და შესაბამისად სხვადასხვა წონის ქსოვილებია.

მოდით, გავიხსენოთ ფიზიკის ელემენტარული გაკვეთილები, ისეთი როგორიცაა წონა, მოცულობა და სიმკვრივე. ვთქვათ, წონა დარჩა იგივე, ხოლო მოცულობა შემცირდა. რა ნიშნავს ეს? – იმას, რომ თქვენი სხეულის სიმკვრივე გაიზარდა. ასევე იმას, რომ სხეულში დაბალი სიმკვრივის ქსოვილები ნაკლები გახდა, ხოლო მძიმე სტრუქტურიანი ქსოვილების რაოდენობა კი გაიზარდა.

ცხიმი – ეს არის მსუბუქი ქსოვილები, ხოლო კუნთები, ძვლები და წყალიც კი – უფრო მძიმეა ვიდრე ცხიმი.

ამიტომ სასწორი თუ იგივე წონას გიჩვენებთ და ჯიუტად დგას, ხოლო სხეულის მოცულობა შემცირდა –  თქვენ უნდა გიხაროდეთ, რადგან სხეულის სტრუქტურა გაუმჯობესდა. მსუბუქი ქსოვილები, ანუ ცხიმი მოიცილეთ, რაც ნიშნავს, რომ თქვენ სწორ გზაზე დგეხართ და შედეგი დადგა!

კუნთები უფრო მძიმეა, ვიდრე ცხიმოვანი ქსოვილები. თუ ძალოვანი ვარჯიშებით ხარ დაკავებული, მაშინ სანტიმეტრები შეგიმცირდება, ხოლო კუნთები გამაგრდება. შენ ფორმები მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესდება, მაგრამ სასწორი არც ისე გაგახარებს. წონა ნელა წავა, შეიძლება მოგემატოს კიდევ, იმ შემთხვევაში, თუ 8 კილოზე მეტი არ გაქვს დასაკლები.

თუმცა სამწუხაროდ, აქ ფსიქოლოგიური მომენტი მუშაობს. სასწორი, რომელსაც ჩვენ შეფასების მთავარ კრიტერიუმად ვიღებთ, მოტივაციას გვიგდებს. სასწორის მაჩვენებელი არ იცვლება და მივაგდებთ დიეტას და ვარჯიშს და სასოწარკვეთილებაში ვვარდებით.

სხეულის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება, რაც მხოლოდ სპეციალისტებმა იციან. ძვლოვანი სისტემის სიმძიმე და სიგანე ცხოვრების მანძილზე იცვლება. ორსულობის შემდეგ და ჰორმონალური ფონის რაიმე ცვლილების გამო ძვლოვანი სისტემა უფრო მძიმე და ფართო ხდება. ამიტომ ქალებს, რომლებსაც ორსულობამდე არსებული ზუსტად იგივე წონის დაბრუნება სურთ, ეს ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია. ადრინდელ წონას საშუალოდ 3-4 კილოგრამი ემატება. თუმცა ამაში არაფერია საგანგაშო, რადგან ეს 3-4 კილო არანაირად არ ცვლის, ქალის ფორმებს და აღნაგობას.

ამიტომ, ორიენტაცია უნდა სანტიმენტრებზე აიღოთ უპირველეს ყოვლისა, თუ ძალიან დიდი წონა არ გაქვთ დასაკლები. სანტიმეტრები არ ტყუიან, სასწორი კი ძალიან „ბრმად“ ზომავს!

რა უფრო მნიშვნელოვანია: წონა თუ ფორმები?

ფაქტია, წონის სწორად კლებისას, სანტიმეტრი და სასწორი ერთმანეთის საწინააღმდეგო შედეგებს გვიჩვენებენ.

სანტიმეტრით გარშემოწერილობის გაზომვა, უფრო რთულია, ვიდრე სასწორზე შეხტომა. კითხეთ თქვენს დაქალს, რამდენი დაიკლო ან მოიმატა? მას ეცოდინება ეს მაჩვენებელი კილოგრამებით, მაგრამ რამდენი სანტიმეტრით შეიცვალა პარამეტრები, წარმოდგენა არ ექნება.

შემჩნეული გექნებათ, რომ შეიძლება ზოგი მეტი წონით უკეთესად გამოიყურება, ვიდრე უფრო დაბალწონიანი. და პირიქით, ადამიანს ცხიმის ფენები დაუკვირვებელი თვალითაც კი ეტყობა, წონა კი ამ დროს ნორმის ფარგლებშია.

გამოერკვიეთ, რა არის თქვენი მიზანი? – სასწორის დაბალი მაჩვენებელი, რომელიც შუბლზე ნამდვილად არ გაწერიათ და არავინ იცის, თუ თავად არ ეტყვით, თუ კარგი აღნაგობა, რომელსაც ყველა ხედავს და აღნიშნავს?

დარწმუნებული ვარ იტყვით, რა თქმა უნდა გარეგნობა! – მაშინ ჯიუტად რატომ ებრძვით მხოლოდ სასწორის ციფრებს და ხარჯავთ მასზე უამრავ ნერვულ ენერგიას?

სხვათა შორის ერთი უტყუარი ფაქტი – თუ თქვენ გინდათ, რომ წონა რაც შეიძლება სწრაფად დაიკლოთ, ვგულისხობ წონას, რომელსაც სასწორი აჩვენებს, მაშინ ყველაზე კარგი გზა არაჯანსაღი დიეტაა და ვარჯიშზე უარის თქმა. თქვენ დაკარგავთ ცხიმსაც, მაგრამ კიდევ უფრო მეტს დაკარგავთ კუნთოვან ქსოვილებს, რომელიც მძიმეა და თქვენი წონა გაცილებით სწრაფად შემცირდება! დიახ, ყველაზე ეფექტური დიეტა წონისთვის – არაჯანსაღი დიეტაა.

თავად აარჩიეთ, გინდათ უბრალოდ სასწორის რამე საკრალური ციფრი თუ კარგი გარეგნობა. ჩვენს გარშემო უამრავი გამხდარი ადამიანია, რომლისთვისაც უთქვით, უი როგორ გამხდარი ხარ, მაგრამ არადროს უთქვამთ – რა შესანიშნავ ფორმაში ხარ!

რეზიუმე:

თუ თქვენ სწორი გზით იკლებ, ანუ თუ არ ხარ ექსტრემალურ დიეტაზე, ან ცილოვანზე ან მონო დიეტაზე და ხარ დაბალანსებულ კვებაზე – ეს ნიშნავს, რომ იკლებ ცხიმის ხარჯზე და ამიტომ, სანტიმეტრები უფრო მცირდება, ვიდრე კილოგრამები.
არასწორი კვების გამო, ცხიმოვანი ფენები იზრდება და მცირდება კუნთოვანი ქსოვილების სიმკვრივე.

კუნთები – ეს არის ფორმები, რაც ადამიანის ლამაზ აღნაგობას განსაზღვრავს. ეს კუნთები საჭიროებენ სწორ კვებას, მიკრო და მაკრო ნუტრიენტების მიწოდებას და ასევე ვარჯიშსაც, რათა გამკვრივდეს და გალამაზდეს. ცომეულის, ტკბილეულის და ჯანქ-ფუდის შემთხვევაში, კუნთებს საკვები არა აქვს, ამიტომ ისინი ფორმას კარგავენ და ეშვებიან.

სწორი კვების და ვარჯიშის შედეგად, ეს კუნთები აღდგებიან, მკვრივდებიან და წონას იმატებენ, თუმცა მოცულობაში ნაკლებ ადგილს იკავებენ. ხოლო ცხიმი, დაბალი სიმკვრივის ქსოვილები როცა მცირდებიან, სხეულში დიდ ადგილს ათავისუფლებენ, მაგრამ სასწორი არც ისე მნიშვნელოვან კლებას არ გიჩვენებთ.

გავიხსენოთ ბამბის და ოქროს შედარება – ოქრო მცირეა, მაგრამ დიდი წონა აქვს, ბამბა კი მსუბუქი, მაგრამ დიდ ადგილს იკავებს.

ასეა თქვენს სხეულშიც!

თქვენი კუნთოვანი მკვრივი ქსოვილები თქვენი ოქროა – რადგან ის ქმნის თქვენი სხეულის სილამაზეს!

წონის კლების ონლაინ პროგრამა ფიტნეს აპლიკაციაში

$
0
0

წონის კლების ონლაინ პროგრამა – #ჩემიონლაინტრენერი მოიცავს ვარჯიშის და სწორი კვების პროგრამას, ასევე ტრენერის კონსულტაციას და პროგრამის მიმდინარეობის პროცესში პერიოდულ კონტროლს.

წონის დაკლება და ფორმაში ჩადგომა, ტრენერის მეთვალყურეობის ქვეშ – უკვე სპეციალური ფიტნეს აპლიკაციით!

პროგრამის მიღება უკვე ფიტნეს აპლიკაციით შეგიძლიათ, სადაც თქვენ მოცემული გექნებათ დიეტის და კვების გეგმა, სავარჯიშო პროგრამები, გაქვთ საშუალება შეიტანოთ თქვენი პარამეტრები და შემდეგ განაახლოთ მონაცემები, უყუროთ თქვენს პროგრესს, ატვირთოთ თქვენი ფოტოები, აპლიკაცია გამოიყენოთ სირბილის ან ველოსიპედით სიარულის დროს და ეს მონაცემებიც შეიტანოთ აპლიკაციაში. ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სხვა აპლიკაციებს – facebook, instagram, MyfitnessPal და სხვა ჯანმრთელობა და ფიტნესის მიმართულების აპლიკაციებს და იქ დამატებითი გაზომვები აწარმოოთ.
უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ ონლაინ პროგრამის აპლიკაციის გვერდზე:

app.fitni.ge

თქვენ შეგიძლიათ ჩადგეთ ფორმაში, ისე რომ დაზოგოთ უამრავი დრო, არ მოგიწიოთ ქალაქში ზედმეტი გადაადგილება, საცობებში დგომა და პარკინგის ძიება, მოაგვაროთ ოჯახის და სამსახურისგან მოუცლელობის პრობლემა. ეს არის საშუალება გყავდეთ თქვენი პირადი ტრენერი, რომელიც დისტანციურად იმუშავებს თქვენთან ფიტნეს აპლიკაციის საშუალებით!

ალკოჰოლური სასმელების კალორიულობა

$
0
0

ალკოჰოლური სასმელები ერთერთ ყველაზე კალორიულ პროდუქტებად ითვლება, მათ მხოლოდ კალორიები და ნახშირწყლები აქვთ, რის გამოც წონაში მატებას ხელს ძალიან უწყობენ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ სასმელის დალევა მადასაც აცხოველებს და ნაკლებად კონტროლირებადი ხდება ადამიანი, მაშინ არაა გასაკვირი ალკოჰოლური სასმელის მოყვარულებს რატომ აწუხებთ მუდმივად წონის და განსაკუთრებით მუცლის გარშემოწერილობის პრობლემა.
რა კალორაჟი აქვთ ალკოჰოლურ სასმელეს და რომელია მათ შორის დაბალკალორიული, ამას ქვევით მოყვანილ ცხრილში იხილავთ. ბევრისთვის გასახარად, ყველაზე დაბალკალორიული ღვინო და შამპანიურია, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, კალორაჟს რაოდენობაც განსაზღვრავს, ამიტომ საყვარელი სასმელი მცირე დოზით უნდა მიიღოთ.

სასმელის კალორიულობა 100 გრამზე:

დასახელება კალორია ცილები ცხიმები ნახშირწყლები
ლიქიორი 24% 345.0 0.0 0.0 53.0
პორტვეინი 20% 167.0 0.0 0.0 13.7
ლუდი 4,5% 45.0 0.6 0.0 3.8
წითელი მშრალი ღვინო 12%  76.0 0.0 0.0 2.3
თეთრი მშრალი ღვინო 12%  66.0 0.0 0.0 0.2
ღვინო 13% 78.0 0.0 0.0 0.0
არაყი 40% 235.0 0.0 0.0 0.1
კონიაკი 239.0 0.0 0.0 0.1
ჯინი 220.0 0.0 0.0 0.0
ვერმუტი 155.0 0.0 0.0 15.9
თეთრი დესერტის ღვინო 95.0 0.2 0.0 5.9
შამპანიური 76.0 0.3 0.0 1.4
ვისკი 250 0.0 0.0 42.0
ლიქიორი ბეილისი Baileys 327 3.0 13.0 25.0

რეაბილიტაციის კლინიკა „რეავიტა UG“

$
0
0

საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა სკოლაში მოქმედებს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინიკა „რეავიტა UG“, რომლის მიზანია პროფესიონალთა მიერ სხვადასხვა აღდგენითი და გამაჯანსაღებელი პროცედურების მეშვეობით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ფუნქციონალური დამოუკიდებლობის მოპოვება. კლინიკაში სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მიიღონ პრაქტიკული ცოდნა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სფეროში.

რეავიტა მუშაობს შემდეგი მიმართულებით:

  • სარებილიტაციო-გამაჯანსაღებელი;
  • სადიაგნოსტიკო-სამკურნალო;
  • სასწავლო, სასერტიფიკატო პროგრამა.

ამას გარდა, საქართველოს უნივერსიტეტი ამაყობს თავისი ფიტნეს-ცენტრით „UG-Gym“, რომლითაც შეუძლია ისარგებლოს არა მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტს,  არამედ ნებისმიერ პირს, შეღავათიან ფასებში.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

https://www.ug.edu.ge/ge

სერტიფიცირებული პერსონალური ტრენერი – ნინა ილურიძე

$
0
0

ნინა ილურიძე – სერტიფიცირებული პერსონალური მწვრთნელი/ჯგუფური მიმართულებების ინსტრუქტორი/წონის კლების ონლაინ პროგრამის ავტორი

საკონტაქტო ტელ: 577 096959

ან https://www.facebook.com/fitni.ge/ მომწერეთ შეტყობინებაში

წონის კლების ონლაინ პროგრამის და შედეგების შესახებ იხ. აქ: http://www.fitni.ge/2018/05/29/წონის-კლების-ონლაინ-პროგ/

კვალიფიკაცია:

√ პერსონალური ფიტნეს ტრენერი;

√ ჯგუფური მიმართულებების ტრენერი;

√ ონლაინ ტრენერი;

√ იოგას ტრენერი.

სერვისები:

1. პერსონალური ვარჯიშები მიზნების მიხედვით:

        წონის დაკლება;

     სხეულის გამკვრივება/პრობლემური ზონების კორექცია;

     ზოგადი მდგომარეობის/ჯანმრთელობის გაუმჯობესება;

2. ინდივიდუალური კვების რაციონის შედგენა;

 3. ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამის შედგენა;

 4. სახლის პირობებზე გათვლილი ონლაინ პროგრამის შედგენა;

 5. მობილური აპლიკაციით პერსონალური ტრენერის პროგრამა.

სამუშაო გამოცდილება:

  • 2013 წელი – პროექტი “12 კვირიანი პროგრამა”
  • 2014 წელი – ქალთა კლუბი „იუნონა“
  • 2014-2015 – ფიტნეს კლუბი „Sport&spa“, კიევი
  • 2015-2017 – საკუთარი სტუდია „fitnistudio”
  • 2017-2019 წელი – ფიტნეს კლუბი „Mixtime fitness“
  • 2018 წლიდან – პროექტი „შენი ონლაინ ტრენერი“

ჯგუფური მიმართულებები:

  • Step Aerobics
  • Strength Training
  • Interval Training
  • Vinyasa Flow Yoga
  • Zumba Fitness

მიღებული სერტიფიკატები:

  • პერსონალური ტრენერი – Prolife&Fitness and Spa, IFBB ბოდლიბილდინგის და ფიტნესის საერთაშორისო  ფედერაცია
  • Инструктор Групповых программ, Инструктор аэробики–Fitnesservice, Школа фитнес-инструктора, Украина, Киев 2014
  • Инструктор Групповых программ, Инструктор степ-аэробики–Fitnesservice, Киев 2015
  • Zumba Fitness Instructor certification–Киев, 2014
  • Personal Fitness Trainer Preparatory Course– AFAA, Aerobics & Fitness Association of America, 2011.
  • Need Motivation?– Jillian Michaels online course, 2013 (AFAA)
  • Personal Training Certification– ExpertRating Global Certification, 2013

პუბლიკაციები:

ვებ-გვერდი და სოც. ქსელები:

 


ჰიპერექსტენზია – შესრულების ტექნიკა და შეცდომები

$
0
0

რისთვის კეთდება:

ჰიპერექსტენზია – ამაგრებს ზურგის გამშლელ კუნთებს, ასევე დუნდულა კუნთებს და ბარძაყის მომხრელებს. არ ტვირთავს სახსრებს, ნაკლები რისკია ხერხემლის ტრავმის, აძლიერებს ხერხემლის კორსეტს, ამიტომ რეკომენდირებულია დამწყებთათვის და სუსტი წელის მქონე ადამიანებისათვის.

საწყისი პოზიცია:

ჰიპერექსტენზია კეთება სპეციალურ სკამზე ან ტრენაჟორზე. დადექით პლატფორმაზე. ტრენაჟორი ისე დაარეგულირეთ, რომ თეძო მის ბალიშზე გედოთ, ხოლო წვივები კი ქვედა რბილ როლიკებს გამოსდოთ. სხეულის მოხრის წერტილი უნდა მდებარეობდეს მენჯ-ბარძაყის სახსრის დონეზე. ფეხები ოდნავ მოხრილი უნდა იყოს მუხლებში, რათა მოიხსნას დაძაბულობა სახსრებიდან.

შესრულების ტექნიკა:

ხელები მკერდზე დაიდეთ ან თავზე. ზურგი სწორი გეჭიროთ და ისე ჩადით ქვევით 45 გრადუსიანი კუთხით ან მაქსიმუმ 90 გრადუსზე. შემდეგ ამოიწიეთ ისე, რომ ფეხები და სხეულის კორპუსი სწორ ხაზზე გასწორდეს.

დატვირთვა კუნთებზე:

მუშაობს: ზურგის გამშლელი კუნთები, დიდი დუნდულა კუნთები, ბარძაყის უკანა კუნთები.

თუ გსურთ კარგად აამუშაოთ გამშლელი კუნთები – მაშინ ზურგი სწორედ გეჭიროთ როგორც ვიდეოზეა, ხოლო თუ გსურთ აქცენტი დუნდულა კუნთებზე და ბარძაყის ორთავა კუნთზე გააკეთოთ – მაშინ ოდნავ მოამრგვალეთ ზურგი.

დუნდულებზე დატვირთვის მოსამატებლად, შეგიძლიათ ტრენაჟორის ბალიში უფრო ქვევით ჩაწიეთ ფეხებისკენ.

შეცდომები:

ზურგის ზედმეტი აწევა. ზედა პოზიციაში ზედმეტმა ასვლამ, შეიძლება ხერხემლის ტრავმა გამოიწვიოს. ამიტომ აიწიეთ იმ დონემდე სადაც სხეულის კორპუსი და ფეხები ერთ ხაზზე სწორდება.

ზედმეტად ქვევით ჩასვლა. 90 გრადუსზე მეტი კუთხით ჩასვლა ზედმეტად ჭიმავს კუნთებს და მყესებს და შეიძლება ტრავმა გამოიწვიოს.

ზევით-ქვევით სწრაფი მოძრაობა. ჰიპერექსტენზიის დროს არ ჩავარდეთ ქვევით. ყველა მოძრაობა ნელი და თანაბარი უნდა იყოს.

ზედმეტი დამატებითი წონა. დატვირთვები ნელა უნდა გაიზარდოს, წონა მხოლოდ მაშინ გაზარდეთ, როცა ყველა გამეორებას იდეალური ტექნიკით შეასრულებთ. არ გაზარდოთ წონა ერთბაშად 5-ზე მეტი კილოგრამით.

კარგად გაახურეთ წელი, სანამ ჰიპერექსტენზიის შესრულებას დაიწყებთ.

საკვების ენერგეტიკა და ვიბრაციები

$
0
0

იცოდით რომ, საკვებს თავისი ენერგეტიკა და ვიბრაციები გააჩნია, რომელიც თქვენს განწყობაზე და ჯანმრთელობაზე მოქმედებს?
🍍🍎🥦🍋 დიახ, საკვები, ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედებს არა მარტო ფიზიკურ, არამედ ენერგეტიკულ დონეზეც, რადგან ყველა პროდუქტს თავისი ენერგო-ინფორმაციული შემადგენლობა, იგივე სიხშირეები გააჩნითა.
🍇🍓🍈🥕 რასაც არ უნდა ჭამდეს ადამიანი – ხილს, ბოსტნეულს, ხორცს, თევზეულს, მარცვლეულს თუ რძის პროდუქტებს, ამ საკვებს გარდა ქიმიური შემადგენლობისა, აქვთ ინფორმაციული თვისებებიც, რომელიც ამ პროდუქტებში უჯრედულ დონეზეა ჩაწერილი.


ინფორმაცია პროდუქტებში იწერება შემდეგი სახით:


– საკვების წარმოშობის ადგილი – ქვეყნის, ქალაქის ან სოფლის ენერგეტიკა;
– იმ ნიადაგის ენერგეტიკა, სადაც გაიზარდა ხილი და ბოსტნეული;
– ადამიანის და მცენარის ენერგეტიკული ველების ურთიერთქმედება: ენერგეტიკული პოტენციალი, რომლითაც მოიკრიფა ხილი ან ბოსტნეული;
– ემოციის ენერგია, რომელიც განიცადა ცხოველმა ან თევზმა სიკვდილისას;
– იმ ადგილის ენერგია, სადაც ინახება პროდუქტი;
– ჭამის დროს არსებული ემოციური მდგომარეობა;
– საკვების მომზადების ხერხი: მაგალითად, მიკროტალღური ღუმელი შლის ნებისმიერი პროდუქტის უჯრედისულ სტრუქტურას, ხოლო ელექტრო და გაზის ღუმელები არ ასუფთავებენ პროდუქტს ინფორმაციისაგან;
– ნებისმიერი ქიმიური სასუქი, რომელსაც ხილის და ბოსტნეულის ზრდისთვის იყენებენ, შლიან ბუნებრივ უჯრედულ სტრუქტურას და ინფორმაციას, რომელიც მიიღება მზიდან და მიწიდან;
– ტელევიზორის და ფილმის ნახვის დროს ჭამა, გადასცემს ნეგატიურ ინფორმაციას უჯრედულ დონეზე პროდუქტებს და შემდეგ კი ორგანიზმს.


🍒🍑🍌აქედან დასკვნა, რომ

გარდა საკვებთან ერთად ადამიანი, იღებს ინფორმაციას, რომელიც ტალღური რეზონანსით გადაეცემა ორგანიზმის უჯრედებს და ისინი მიღებულის საკვების სიხშირეებს იძენენ.
დაბალი ვიბრაციების მქონე საკვები ნეგატიურ ინფორმაციას შეიცავს, ის შლის ორგანიზმის უჯრედებს და ორგანოების ბუნებრივ სიხშირეებს. გარდა ამისა, ასეთ საკვებს ბოლომდე ვერ ითვისებს ორგანიზმი, რადგან ვიბრაციულ დონეზე მას ვერ იღებს.
🍏 ასე რომ, რა საკვებსაც არ უნდა იღებდეს ადამიანი, მცენარეულს თუ ცხოველურს, ის ამავე დროს იღებს მათგან ინფორმაციას და მათ სიხშირეებს.
ეს ინფორმაცია და სიხშირეები განსაზღვრავენ ადამიანის მდგომარეობას, მის განწყობას და მთლიანად ჯანმრთელობას.

5 მავნე პროდუქტი, რომელიც გასუქებთ!

$
0
0

მთავარი ფაქტები, რატომ უნდა ამოიღოთ ეს 5 პროდუქტი, თუ წონის დაკლება გსურთ:

  1. შაქარი და ტკბილეული

100გრ. შაქარი 387 კკალორიაა  და მისი 99,9% ნახშირწყლებია, რომელსაც სწრაფად ითვისებს ორგანიზმი და ადვილად გარდაქმნის ცხიმებად. ტკბილეული ყველაზე სწრაფად იწვევს წონის მატებას და პირიქით, შაქრის და ტკბილეულის ამოღებით, თქვენი წონა სწრაფად დაიძვრება ქვევით.

  1. პურ-ფუნთუშეული

პურ-ფუნთუშეული, იგივე ცომეულს ვუწოდებთ, მაღლკალორიული პროდუქტებია. ისინი საშუალოდ 300-400 ან მეტ კალორიას შეიცავენ 100 გრამზე. თეთრი ფქვილს, რისგანაც ცომეული მზადდება, ყველანაირი საკვები ღირებულება აქვს დაკარგული, მასში მიზერეული რაოდენობითაა შერჩენილი უჯრედისი, ვიტამინები და მინერალები, ხოლო კალორაჟი მაღალია და ორგანიზმი მას სწრაფად აითვისებს.

  1. გაზიანი სასმელი

გაზიანი სასმელები დიდი რაოდენობით შაქარს და ჯანმრთელობისათვის საშიშ ქიმიურ დანამატებს. 1 ჭიქა კოკა-კოლაში 6 კოვზი შაქარია, იგივე ეხება ლიმონათებს, „ნატურალურ წვენებად“ მონათლულ კოლოფებში ჩამოსხმულ სხვა სასმელებს.

უფრთხილდებით წონას? მაშინ თავი შორს დაიჭირეთ ყველანაირი ტკბილი სასმელისაგან.

  1. ნახევარფაბრიკატები

სავსეა უამრავი სახის არაჯანსაღი ფარული ცხიმებით, რომელიც არომატიზატორებით და გემოს შემცვლელებითაა გაჯერებული, შეიცავს შაქარს, ტრანსცხიმებს, გარდა ამისა ეჭქვეშაა მათი შემადგენლობის სიჯანსაღე.

  1. შემწვარი პროდუქტები

ნებისმიერი დიეტური პროდუქტი შეიძლება მავნედ გადააქციოთ და ცხიმების დაგროვების მიზეზი გახდეს, თუ მას შეწვავთ.

შეწვის დროს მოიხმარება დიდი რაოდენობით ზეთი, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე მავნე პროდუქტად იქცევა, ხოლო თქვენი დიეტური პროდუქტი კი მაღალკალორიულ საკვებად.

 

უფრო დეტალურად კი ამ პროდუქტების შესახებ, იხილეთ ვიდეოში:

მაიოს კლინიკის ცხიმისმწველი სუპის დიეტა

$
0
0

რისი გაკეთება შეგვიძლია 1 კვირაში, როცა ფაქტის წინაშე ვდგებით, რომ სასწრაფოდ გვჭირდება კილოგრამების მოცილება.

ექსტრემალური დიეტების სხვადასხვა სახეობა არსებობს, მაგრამ უმეტესობა არც ისე ეფექტურია, რადგან ექსტრემალური ნიშნავს:

  1. შიმშილს – რასაც ბევრი ვერ უძლებს;
  2. ჯანმრთელობის დაზიანებას – გაუაზრებელი ექსპერიმენტები, მით უმეტეს თუ ამას ხშირად მიმართავთ, აუცილებლად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე;
  3. მინიმალურ ეფექტს – კარგი დიეტა, არ ნიშნავს რაც შეიძლება ნაკლებ ჭამას;
  4. კიდევ ახალი კილოგრამების ნამატს – ექსტრემალური შიმშილის მერე, დარღვევა და მადის გაღვიძება, ჩვეული პროცესია.

მაგრამ ამ ყველა რისკზე მიდის ქალი, რომელსაც უნდა რომ უკეთ გამოიყურებოდეს სადღესასწაულო კაბაში ან უბრალოდ თავი სურს უკეთ იგრძნოს.

ასე რომ, უკვე ყველასთვის ნაცნობ ჭკუის დარიგებას ჯობია, რამე გამოსავალი მოიძებნოს, რომ კარგი შედეგი და ეფექტი მიღწეული იქნას, ხოლო ზიანი კი ნაკლები იყოს.

ასეთი დიეტა მაიოს კლინიკის დიეტაა, რომლის ძირითადი შემადგენელი ბოსტნეულის სუპია, ასევე ხილი და ბოსტნეული.  თქვენ არ გიწევთ შიმშილი, იღებთ ჯანსაღ საკვებს და ორგანიზმი იმდენად იწმინდება ზედმეტი ნარჩენებისგან, ტოქსინებისგან, აირებისგან, შლაკებისგან, რომ ეფექტი მართლაც შესამჩნევია, დაპატარავებული მუცელი, გარშემოწერილობა და მინუს 4-7 კილოგრამი (გააჩნია თქვენს წონას).

უფრო დეტალურად კი ამ დიეტის შესახებ ამ ვიდეოში იხილეთ, რომელიც მას შემდეგ ჩავწერე, რაც თავად გამოვცადე მაიოს კლინიკის დიეტის ეფექტი.

 

დაცული: Natia Hilmer სავარჯიშო პროგრამა

$
0
0

ეს კონტენტი დაცულია პაროლით. მის სანახავად გთხოვთ შეიყვანოთ პაროლი ქვემოთ:

Viewing all 162 articles
Browse latest View live